მარკ ცუკერბერგი ხელოვნური ინტელექტის შექმნას აპირებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მიმდინარე წელს რობოტის შექმნას აპირებს, რომელიც სახლისა და სამსახურის საქმეებში დახმარებას გაუწევს.

”2016 წელს ჩემი მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტის შექმნაა, რომელიც სახლის საქმეებშიც დამეხმარება და სამსახურშიც გამიწევდა დახმარებას. ის დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიცაა ჯარვისი ფილმიდან ”რკინის კაცი”,- წერს ცუკერბერგი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობას ცუკერბერგი პირველ რიგში, ამ სფეროში მიღწეული წარმატებების კვლევით დაიწყებს.

”ამის შემდეგ ჩემი ხმის ამოცნობას ვასწავლი, რათა მართოს სახლში მუსიკა, შუქი, ტემპერატურა და ა.შ. ვასწავლი სახეზე ამოიცნოს ჩემი მეგობრები, რომლებიც კარზე ზარს დარეკავენ”, - წერს მარკ ცუკერბერგი.

რობოტმა „ფეისბუქის“ დამფუძნებელს ასევე დახმარება უნდა გაუწიოს ახალი სერვისებისა და პროექტების შექმნაში.

„ფეისბუქის“ დამფუძნებლის აღიარებით, ყოველ ახალ წელს ახალ დავალებას ისახავს მიზნად. მაგალითად, გასულ წლებში მან საკუთარ თავს პირობა მისცა, ყოველთვიურად ორი ახალი წიგნი წაეკითხა, ესწავლა ჩრდილო-კორეული ენა და ყოველდღიურად ახალი ნაცნობები გაეჩინა.

კოკა კვირკველია