თურქეთი რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლებს

თურქეთი რუსეთის მხრიდან დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, მოსკოვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და სხვა ინსტანციებში უჩივლებს. ამის შესახებ თურქულ გამოცემა "დეილი საბაჰ"-თან საუბარში თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა მუსტაფა ელიტაშმა განაცხადა, რომლის თქმით, ხელისუფლებამ შესაბამისი დოკუმენტების მომზადება უკვე დაიწყო.

"საერთაშორისო სასამართლოებში ყველა იმ ადამიანის უფლებებს დავიცავთ, რომლებიც სანქციების შედეგად დაზარალდა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მუსტაფა ელიტაშის თქმით, რუსეთში მომუშავე თურქულ კომპანიებს აიძულებენ, წილი რუს პარტნიორებს გადასცენ. რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც ნოემბრის ბოლოს თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო. ანკარას ცნობით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს.