უამინდობის გამო "ვიზეარის" მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისის აეროპორტი მიიღებს

დიდთოვლობის და უამინდობის გამო კომპანია "ვიზეარის" მგზავრები ბუდაპეშტსა და ვარშავაში ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრებიან, - ამის შესახებ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ასევე ქუთაისის ნაცვლად თბილისში ჩამოფრინდნენ აღნიშნული ქალაქებიდან მომავალი მგზავრებიც.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო რამდენიმე რეისი 4 იანვრის ღამითაც არ შესრულდა.