დანიამ საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა

დანიამ გერმანიის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა. "ბიბისის" ცნობით, შემოწმებებს დანიის პოლიცია გერმანიის საზღვარზე მომდევნო 10 დღის განმავლობაში ჩაატარებს. დანიის პრემიერ-მინისტრის ლარს ლიოკე რასმუსენის განცხადებით, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება დროებითია. თუმცა, უცნობია თუ როდის დასრულდება შესაბამისი პროცედურები. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება ოფიციალურმა სტოქჰოლმმა შვედეთის საზღვარზე მიიღო. შვედეთი და დანია "შენგენის ზონის" ბოლო ქვეყნები არიან, რომლებმაც დროებითი საპასპორტო კონტროლი დააწესეს. შვედეთს ევროპაში გერმანიის შემდეგ ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჰყავს. გასულ წელს დაახლოებით 160 000 ადამიანმა მიმართა სტოქჰოლმს თავშესაფრის თხოვნით. მათი უმრავლესობა სირიელი, ერაყელი და ავღანელია.