"შირაქის პროდუქტის" ჯიხურიდან მძარცველებმა საღეჭი რეზინი და ხურდა ფული წაიღეს

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე "შირაქის პროდუქტის" ჯიხური გაქურდეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. როგორც მათ განაცხადეს, წაღებულია ღვინო, საღეჭი რეზინი და ხურდა ფული. ადგილზე არსებული სხვა სავაჭრო ჯიხურის გამყიდველის თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა, რადგან დილით მისულს მაღაზია უკვე გაქურდული დახვდა. "შირაქის პროდუქტის" გამყიდველმა განაცხადა, რომ მაღაზიიდან ფულია წაღებული, თუმცა არა დიდი რაოდენობით", - განაცხადა მან. სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს.