აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ "საქართველოს ეროვნულ ბანკში" განაცხადეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 43 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.250 პროცენტით, მაქსიმალური 13.280 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.469 პროცენტით განისაზღვრა.