გლობალური სარეკლამო ბაზარი 2016 წელს 4,4%-ით გაიზრდება

2016 წელს გლობალური სარეკლამო ბაზრის 4,4%-ით ზრდა არის მოსალოდნელი.

კომპანია International Ad Forecast-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სარეკლამო ბაზრის 12-დან 7 ძირითადი სეგმენტის დადებითი ზრდა არის მოსალოდნელი.

კომპანიის ინფორმაციით, 2015 წელთან შედარებით, გლობალური ზრდის ეს მაჩვენებელი 2,2%-ით - 414 მლიარდი დოლარით მეტია.

სარკლამო ბაზრის ლიდერად კვლავ რჩებიან აშშ და ჩინეთი, რომელთა ბაზარიც International Ad Forecast-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს შესაბამისად 4,9% და 6,9%-ით გაიზრდება.

ამასთან ერთად, 2016 წელს სარეკლამო ბაზრის ზრდის შემცირებაა მოსალოდნელი დიდ ბრიტანეთში (5,7%-მდე), კანადაში (2,0%-მდე) და ბრაზილიაში (5,4%-მდე). კვლევის ავტორთა თქმით, ბრაზილიის სარეკლამო ბაზრის ზრდის ხელშემწყობი ვერც რიო დე ჟანეიროში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გახდება.

გლობალური სარეკლამო ბაზრის ყველა წამყვან ბაზარზე შესამჩნევი იქნება ინტერნეტ რეკლამის ბაზრის ზრდა, რომელიც 2016 წელს 12,2%-ს მიაღწევს.

International Ad Forecast-ის პროგნოზით, 2016 წელს ზრდის დინამიკას აჩვენებს რეკლამის სხვა, ტრადიციული არხებიც - კინო (2,2%) და რადიო (0,3%), თუმცა შემცირებაა მოსალოდნელი სატელევიზიო რეკლამების (2,9%-მდე), ჟურნალებისა (-7,7%) და გაზეთებისთვის (-6,5%).

„სხვადასხვა მსხვილი სპორტული ღონისძიებებისა და პოლიტიკური მოვლენების, მათ შორის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წელს გლობალური სარეკლამო ბაზრის ზრდა 4,4% იქნება. სულ უფრო მეტი იხარჯება მუდმივი კლიენტების მოსაზიდად, რამაც იქამდე მიგვიყვანა, რომ ინტერნეტ რეკლამა 12 ძირითად ბაზარზე უმსხვილეს სარეკლამო სეგმენტად რჩება“, - ნათქვამია International Ad Forecast-ის ანგარიშში.