დონალდ ტრამპის "ვერსალის სასახლე" მანჰეტენზე - სად ცხოვრობს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ფორბსის" მილიარდერთა სიაში 72-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. 70 წლის ბიზნესმენი, რომელიც უძრავი ქონებისა და ტელევიზიის სფეროში წლებია მოღვაწეობს, დროის უმეტეს ნაწილს მეხუთე ავენიუზე მდებარე "ტრამპ თაუერში" ატარებს, სადაც მუშაობს და ცხოვრობს კიდეც.

სამდონიანი პენტჰაუსი, რომელიც შუაგულ მანჰეტენზე მდებარეობს და ცენტრალ პარკს გადაჰყურებს, უფრო ვერსალის სასახლეს მოგაგონებთ. 24-კარატიანი ოქროსა და ბრილიანტის დეტალები, მარმარილო და ხელით მოხატული ფრესკები ჭერზე - ეს იმ ფუფუნების მცირე ნაწილია, რაც ტრამპების სახლში თვალში მოხვდება მნახველს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული პენტჰაუსია ნიუ-იორკში და 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

პრეზიდენტობის კანდიდატი პენტჰაუსში მესამე მეუღლესთან - სლოვენიელ მოდელ მელანი შნაუსთან და 10 წლის ვაჟიშვილთან ბარონ უილიამ ტრამპთან ერთად ცხოვრობს.

დაათვალიერეთ ტრამპების პენტჰაუსი