ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დააბინძურა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, ლიბერიის დროშით მცურავი გემი გამოავლინეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ფეკალიებით დააბინძურა. გემის კაპიტანს 65 000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ანაზღაურებაც. ლიბერიის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის შემდეგ დატოვებს.