"ვითიბი ბანკი" ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ " 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის" დაჯილდოებაზე "ვითიბი ბანკი" ნომინაციაში "წლის ბიზნეს კომპანია" დაჯილდოვდა. ამის შესახებ "ვითიბი ბანკში" განაცხადეს. ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ჯილდოთი "ვითიბი ბანკის" მიერ 2015 წელს სპორტის განვითარებასა და მხარდაჭერისთვის განხორციელებული პროექტები აღინიშნა.

"ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა ამ ნომინაციაში გამარჯვება, "ვითიბი ბანკს" მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სპორტის განვითარებაში. 2015 წლის განმავლობაში ბანკმა ჯამურად 2 400 000 ლარი გაიღო სპორტის მხარდასაჭერად. წარმატებას ვუსურვებთ ყველა სპორტსმენს და ვიმედოვნებთ, რომ "ვითიბი ბანკის" მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას", - განაცხადა "ვითიბი ბანკის" რისკების დირექტორმა ნიკო ჩხეტიანმა.

"2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის" დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე "წლის საუკეთესო სპორტსმენი" და სხვა კატეგორიებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პირველი პირები, მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ჟურნალისტები, გულშემატკივრები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.