თბილისის მერიამ 2016 წელს სკრინინგის მომსახურებისთვის 1 200 000 ლარი გამოყო

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს სკრინინგის მომსახურებისთვის თბილისის მერიას 1 200 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

"ეროვნული სკრინინგ-ცენტრი, რომელიც მერიის ქვეუწყებაა, ახორციელებს სკრინინგის პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში დედაქალაქში არის 19 დაწესებულება, რომლებიც შესაბამის სერვისს აწვდიდნენ 2015 წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს და გაგრძელდება მათთან სახელშეკრულებო პირობები. თბილისის მერიის ქვემდებარე ორგანიზაცია ეროვნული სკრინინგ-ცენტრი გააფორმებს იმ 19 დაწესებულებასთან კონტრაქტს 2016 წლის მომსახურებაზე, ვინც 2015 წელს გვაწვდიდა მომსახურებას", - განაცხადა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.