თურქეთში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი, ანტონ ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ანტონ ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს.ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან.

თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენები ქართველები არიან, თუმცა თურქული მედია ამის თაობაზე არ წერს.