მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა წლის პირველ სავაჭრო კვირაში 194 მილიარდი დოლარი იზარალეს

მსოფლიოს 400-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა 2016 წლის საფონდო ვაჭრობის პირველ ხუთ დღეში 194 მილიარდი დოლარი იზარალა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 2015 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 29 მილიარდი დოლარი იყო.

„ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის“ თანახმად, 2011 წლის შემდეგ, აშშ-ის საფონდო ბირჟისთვის ეს ყველაზე ცუდი კვირა იყო, რომლის განმავლობაშიც 47-მა მილიარდერმა მილიარდზე მეტი დაკარგა.

400 მილიარდერის მთლიანი ქონება ამ დროისთვის საერთო ჯამში 3,7 ტრილიონი დოლარია, გასულ წელს კი მათი ქონებაში ჯამში 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ყველაზე მძიმე მიმდინარე წლის პირველი სავაჭრო კვირა „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსისთვის აღმოჩნდა, რომლის ქონებაც კვირის ბოლოს 5,9 მილიარდი დოლარით შემცირდა.

„სიენენის“ ინფორმაციით, 1897 წელს FactSet-ის სტატისტიკის დაწყებიდან დღემდე, 2016 წლის პირველ ოთხ სავაჭრო დღეში აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ყველაზე ცუდი შედეგი დაფიქსირდა.