ამერიკელი მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

ნიუ იორკის ყოფილი მერი, ამერიკელი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

CNN-ის ინფორმაციით, გასულ თვეს ამერიკელმა მილიარდერმა კვლევა შეუკვეთა, რომელსაც უნდა გაერკვია რა შანსები ექნებოდა ბლუმბერგს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში. როგორც "სიენენს" საკუთარმა წყარომ აცნობა, მაიკლ ბლუმბერგმა საპრეზიდენტო შანსების გარკვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კიდევ ერთი ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის პოპულარობა სულ უფრო იზრდება საპრეზიდენტო რბოლაში. თუმცა, წყაროს არ დაუკონკრეტებია, რა შედეგებით დასრულდა ბლუმბერგის დაკვეთით ჩატარებული კვლევა.

ნიუ იორკის ყოფილი მერი აშშ-ის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მე-7 პოზიციაზეა, მსოფლიოში კი მე-13 ადგილს იკავებს. "ფორბსის" ბოლო მონაცემებით, 73 წლის მაიკლ ბლუმბერგის ქონება 37,2 მილიარდი დოლარია. მერის არჩევნებში მაიკლ ბლუმბერგმა კენჭი რესპუბლიკელების მანდატით იყარა, თუმცა 2007 წელს პარტია დატოვა.