გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გავაჩენთ იმ სულისკვეთებას, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა ადამიანს, საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მოახდინოს

პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში უახლოეს დღეებში ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებთან შეხვედრას გამართავს , - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ოქროყანაში, ტექნოლოგიური პარკის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მე მინდა, რომ უახლოეს დღეებშივე ამ სივრცეში პირველი შეხვედრა გავმართო ახალგაზრდებთან, აქ წარმოდგენილ ადამიანებთან, რომელებსაც გააჩნიათ ინოვაციური იდეები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არაერთ საინტერესო იდეას ვიპოვნით იმისთვის, თუ როგორ მოვიტანოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყანაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს იქნება ახალგაზრდებთან, მცირე და მიკრობიზნესის წარმომადგენლებთან ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი შეხვედრების დასაწყისი.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, გავაჩენთ იმ სულისკვეთებას, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა ადამიანს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მოახდინოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანაში ახალი ეკონომიკური ზრდის ციკლის დაწყებისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.