Georgia Today - "სოკარმა" შესაძლოა, საქართველოში ირანული გაზის იმპორტი უზრუნველყოს

აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია "სოკარმა" შესაძლოა, საქართველოში ირანული გაზის იმპორტი უზრუნველყოს.ამის შესახებ Georgia Today-ის ცნობით, "სოკარის" ინვესტიციების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ვაგიფ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ნაბიჯს თეირანისათვის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება.

"სოკარი მყარად არის წარმოდგენილი საქართველოში. საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 2030 წლამდე მოქმედებს. ჩვენ ამ ქვეყნისთვის გაზის მთავარი მიმწოდებლები ვართ. ამასთან მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ბაზარია საქართველო ირანისთვის", - განაცხადა ალიევმა.