სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი. მოჰყვა თურქეთის ქალაქ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი. აფეთქება დილით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, ისტორიული "სულთანაჰმედის" მოედანზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორიაზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. პოლიციას შემთხვევის ადგილი გადაკეტილი აქვს. "სულთანაჰმედის" მოედანი სტამბოლში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.