სტამბოლში მშენებარე სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა

სტამბოლში მშენებარე სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა. სტამბოლის ერთ-ერთ უბანში სასტუმროს რვასართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. "დეილისაბაჰის" ცნობით, ხანძარი მალტეპეს რაიონში მშენებარე სასტუმროში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რამდენიმე ადამიანია ჩარჩენილი. ისინი გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ. 20 ადამიანის გადარჩენა კი უკვე შეძლეს. ამ დროისთვის ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია. ინციდენტის დროს მშენებლობაზე მუშები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.