2015 წელს მსოფლიოში ლტოლვილთა რიცხვმა 244 მილიონი შეადგინა

2015 წელს მსოფლიოში ლტოლვილთა რიცხვმა 244 მილიონი შეადგინა, რაც 2 000 წელთან შედარებით 41%-ით მეტია. როგორც გამოცემა "დოიჩე ველე" იტყობინება, აღნიშნულ მონაცემებს გაერო-ს ახალი ანგარიში შეიცავს. დოკუმენტში, რომელსაც მსოფლიო ორგანიზაცია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს, ნათქვამია, რომ 2 000 წლიდან 71 მილიონით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც სამშობლო იძულებით ან ნებაყოფლობით დატოვეს. მიგრანტების 1/3 (78 მილიონი ადამიანი) ევროპაში ცხოვრობს, აქედან 12 მილიონი - გერმანიაში, 9 მილიონი კი დიდ ბრიტანეთში. აშშ-ში 47 მილიონი მიგრანტი, რუსეთში - 12, საუდის არაბეთში კი 10 მილიონი მიგრანტი ცხოვრობს.

გაერო-ში აცხადებენ, რომ სირიაში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა 8 მილიარდი აშშ დოლარი, კიდევ 500 მილიონი კი თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში მცხოვრები სირიელი ბავშვების განათლებისთვის არის საჭირო.