30 დოლარამდე ვარდნის შემდეგ, ნავთობზე ფასი მცირედით გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, გუშინდელი ვარდნის შემდეგ, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 0,19 დოლარით (0,62%) გაიზარდა და ბარელზე 31,05 დოლარი შეადგინა.

ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე 0,37 დოლარით (1,22%) მოიმატა ნედლის ნავთობის ფასმა, რომელმაც ბარელზე 30,81 დოლარი შეადგინა.

„ბაზარზე კვლავ ნავთობის გადაჭარბებული რაოდენობაა. მომდევნო რამდენიმე თვე საკმაოდ რთული იქნება, ბარელზე 30 დოლარი მძიმედ აისახება სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა Fat Prophets-ის ანალიტიკოსმა დევიდ ლენოკსმა.

ამასთან ერთად, გუშინ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ მიმდინარე წელს WTI-ის ნავთობის ფასის პროგნოზი ერთბაშად 24%-ით გააუარესა და ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 38,54 დოლარამდე ივარაუდა.