დავით ნარმანია მის მოადგილედ გიორგი ლილუაშვილს წარადგენს

თბილისის მერი დავით ნარმანია მისი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სოლომონიას შემცვლელს დღეს წარადგენს. როგორც დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნულ პოსტს გიორგი ლილუაშვილი დაიკავებს. ლილუაშვილის წარდგენა მერიაში 11:00 საათზეა დანიშნული. თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 12 იანვარს დატოვა. ის მუშაობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძობს. რაც შეეხება გიორგი ლილუაშვილს, ამ დრომდე "ქართუ ჯგუფს" ხელმძღვანელობდა.