საინტერესო ფაქტები მსოფლიო ბიზნესის სამყაროდან

იცით თუ არა, რომ ჩინეთის ქალაქ ნანცზინში არსებობს რესტორანი, სადაც შესაძლებელია სტრესი და დეპრესია მოიხსნათ.

როგორ? - მარტივად. თქვენ შეგიძლიათ დაამსხვრიოთ ჭურჭელი, სკამები, მაგიდები და იყვიროთ რამდენიც გინდათ. მთავარია, ამის მერე უკეთ იგრძნოთ თავი.

წელიწადში საშუალოდ, ბანკომატები 250 დოლარით ცდებიან, რაც ყველაზე საინტერესოა - არა თავის სასარგებლოდ.

პირველი, რაც კომპანია Sony-მ გამოუშვა, იყო გაზქურა.

ყოველდღიურად კომპანია ”მაკდონალდსი” 46 მილიონ ადამიანზე მეტს ემსახურება.

შეგიმჩნევიათ, რომ საიტზე Wikipedia რეკლამა საერთოდ არ არის?

საინტერესო ფაქტები მარკ ცუკერბერგის შესახებ: მარკს დიდი ხანია დალტონიზმი აწუხებს, იგი ცუდად არჩევს მწვანე და წითელ ფერებს. ეს გახლავთ მიზეზი იმისა, თუ რატომ არის Facebook-ის ძირითადი ფერი მუქი ლურჯი: ცუკერბერგი კარგად არჩევს მუქი ლურჯის ყველა ელფერს.

წარმოუდგენელია, მაგრამ სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი და ბილ გეითსი - ახალგაზრდობაში სამივე გარიცხეს კოლეჯიდან.

დღესდღეობით საიტი Amazon წამში 158 საქონელს ჰყიდის.

ბრიტანელი პარიკმახერები ხარის სპერმას იყენებენ, როგორც თმის კონდიციონერის საუკეთესო საშუალებას.

Facebook-ზე გარდაცვლილი ადამიანების დაახლოებით 25 მილიონი ექაუნთია.

მილიარდერი ბილ გეითსის ყოველწამიერი შემოსავალი 250$-ია.

ყველასთვის კარგად ცნობილი კუბიკ-რუბიკი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი საქონელია. მეორე ადგილზე iPhone-ია.

ვიდეო  Gangnam Style გახლავთ პირველი ”შედევრი”, რომელმაც youtube-ზე მილიარდი ნახვა მოაგროვა ძალზედ მოკლე პერიოდში.

2010 წელს ”მაკდონალდსმა” 155 თანამშრომელი გაუშვა სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საკვების ნარჩენებს უსახლკაროებს ურიგებდნენ.

ყოველწამიერად მსოფლიოში 8000 ჭიქა კოკა-კოლას სვამენ.

ცნობილი მომღერალი მადონას მფლობელობაში 160 ლიმუზინია მსოფლიო მასშტაბით.

პირველი რომანი, რომელიც საბეჭდ მანქანაზე დაიბეჭდა, იყო ”ტომ სოიერი”.

დუდანა ზაქარაია