ირლანდიის ქალაქ კორკში Apple-ის ქარხნებიდან 4000-მდე თანამშრომლის ევაკუაცია მოხდა

ირლანდიის ქალაქ კორკში Apple-ის ორი ქარხნიდან დაახლოებით 4000 თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ გამოცემა Irish Mirror-ი იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ევაკუაცია სამი შენობიდან მას შემდეგ განხორციელდა, რაც ბომბის არსებობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ. მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია ამოწმებს. მომხდართან დაკავშირებით ჯერ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.