როგორი იქნება Ferrari 2040 წელს (ვიდეო)

იტალიურმა კომპანია Ferrari-მ დიზაინერების კონკურსის 2015 წლის გამარჯვებულები გამოავლინა.

კონკურსის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დიზაინზე სპეციალიზირებულ სკოლებსა და უნივერსიტეტებს უნდა წარმოედგინათ ნამუშევრები, თუ როგორ წარმოედგინათ Ferrari 2040 წლისთვის.

მთავარი ჯილდო Gran Premio Assoluto ერგო მოდელს Manifesto, რომელიც ფრანგული დიზაინერული სკოლა ISD-Rubika-ს ექვს სტუდენტს ეკუთვნის. ამავე ჟიურიმ ასევე გამორჩეულად აღნიშნა რუსი სტუდენტის რომან ეგოროვის ნამუშევარი, თუმცა მას პრიზი არ ერგო.

რაც შეეხება ”სახალხო რჩეულს” - Premio Speciale გადაეცა სკოლა Hongik-ის სტუდენტების ნამუშევარს სეულის უნივერსიტეტიდან, რომლებიც მთავარ პრიზს 2011 წელსაც ფლობდნენ.

წარმომადგენლობით ჟიურიში, სპეციალისტების გარდა, ასევე მონაწილეობდნენ ჯგუფ Pink Floyd-ის წევრი ნიკ მეისონი და მრბოლელი სებასტიან ფეტელი. ჟიურის წევრებმა გამარჯვებული 15 იანვარს გამოაცხადეს, მეორე გამარჯვებულის ვინაობა კი „ფეისბუქში“ თავისუფალი ხმის მიცემის პირნციპით გაირკვა.

კოკა კვირკველია