მიჩიგანის შტატში ერთი ლიტრი საწვავის ფასი 10 ცენტზე ქვევით დაეცა

აშშ-ის მიჩიგანის შტატის ქალაქ ჰაფტონ ლეიკში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი გასულ შაბათ-კვირას 10 ცენტზე ქვევით დაეცა.

NBCNEWS-ის ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მომხმარებელს ერთი გალონი საწვავის შეძენა 47 ცენტად შეეძლო. საწვავზე ბოლოს ასეთი ფასი აშშ-ში 1973 წელს დაფიქსირდა.

NBCNEWS-ის ცნობით, გუშინ ბენზინის ფასი კვლავ დაუბრუნდა 2016 წლის ნიშნულს და „რეგულარის“ ტიპის საწვავის ფასმა გალონზე 1,43 დოლარი შეადგინა.

ექსპერტთა განცხადებით, საწვავის ფასის ვარდნა არა მხოლოდ ნავთობზე ფასის შემცირებამ, არამედ ფასების ომმაც გამოიწვია.