ტაილანდში Philip Morris შესაძლოა 2,2 მილიარდი დოლარით დააჯარიმონ

ტაილანდის პროკურატურამ ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი თამბაქოს კომპანია Philp Morris International სიგარეტის იმპორტისას საბაჟო გადასახადებისთვის თავის აცილებაში დაადანაშაულა.

ტაილანდის პროკურატურის განაცხადებით, შედეგად ქვეყანას 551.27 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა. საქმე ეხება ფილიპინებიდან 2003 და 2007 წლებში სიგარეტის იმპორტს. მომხდარის გამო დაკავებულია 10 პირი.

საქმესთან დაკავშირებით სასამართლო 25 აპრილს გაიმართება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, Philp Morris International-ს 2,2 მილიარდი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს. დაკავებულ პირებს კი 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

წაყენებულ ბრალდებას Philp Morris Tailand-მა უსამართლო უწოდა.