სამთო კურორტებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა

სამთო კურორტების ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

"საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სამთო კურორტებზე თოვლზე სამოძრაოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების იმპორტი ან/და მიწოდება ჩათვლის გარეშე, დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა. აღნიშნული ცვლილებები სამთო კურორტებზე თოვლზე სამოძრაოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის წახალისებასა და აღნიშნული კურორტების ტურისტული პოტენციალის ზრდას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ძალაში შესული აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას ქვეყანაში და ტურისტული პოტენციალის ზრდას", - აცხადებენ სამინისტროში.