კომპანია Majid Al Futtaim საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

კომპანია Majid Al Futtaim საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს, - ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Majid Al Futtaim საქართველოში სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობით დაინტერესდა.

დეტალებს კომპანიის ხელმძღვანელობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობასთან საქართველოში სამუშაო შეხვედრაზე განიხილავს. დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია VIMpelcom-ის აღმასრულებელ დირექტორს, იან ივეს შალიერს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.