2015 წელს მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაიწვიეს უკან

2015 წელს მსოფლიოს უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა ბაზრიდან 51 მილიონი ავტომობილი გაიწვიეს, რაც რეკოდრული მაჩვენებელია.

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გაწვევების 72% მოდის Fiat Chrysler-ის, Honda-ს, Ford-ის, Toyota-სა и General Motors-ის ავტომობილებზე.

შარშან, ავტომწარმოებელმა კომპანიებმა Takata-ს უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ქარხნებში 17 მილიონი ავტომობილი გაიწვიეს.

ამერიკული უწყების მონაცემებში არ არის გათვალისწინებული დიზელზე მომუშავე, Volkswagen-ის გაწვეული ავტომობილების ოდენობა, რადგან გაწვევის მიზეზი არა ტექნიკური გაუმართაობა, არამედ მავნე აირების გამონაბოლქვის სტანდარტების დარღვევა იყო.