ჯეიმს ბონდის „ასტონ მარტინი“ აუქციონზე გაიყიდება

სპეციალურად ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმისთვის „სპექტრი“ შექმნილი ავტომობილი Aston Martin DB10 აუქციონზე გაიყიდება.

ავტომობილს ლონდონში, „კრისტის“ აუქციონზე 18 თებერვალს გაიტანენ. აუქციონის ორგანიზატორთა პროგნოზით, ოპტიკურბოჭკოვანი ძარის მქონე ავტომობილი სავარაუდოდ, 1 მილიონ ფუნტად გაიყიდება, შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება და მთლიანად გადაერიცხება ორგანიზაციას Médecins Sans Frontières.

რაც შეეხება ოფიციალურ ტექნიკურ მონაცემებს, ცნობილია მხოლოდ, რომ Aston Martin DB10-ის მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ია.

ავტომობილს მსახიობ დენიელ ქრეიგის ხელმოწერა ამშვენებს.

კოკა კვირკველია