რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ნაწილი, შესაძლოა, ზაფხულში გაუქმდეს

რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ნაწილი შესაძლოა, ზაფხულში გაუქმდეს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ემანუელ მაკრონმა მოსკოვში ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ მოსკოვის მხრიდან მინსკის შეთანხმება შესრულდება, მაშინ ამ წლის ზაფხულში სანქციები მოიხსნება. მსგავსი განცხადება გააკეთა გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმაც. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმების სრულად შესრულების შემთხვევაში, სანქციები გაუქმდება. დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი შეზღუდვა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო დააწესა.