პროაქტიული ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება ერთდღიანი ვორქშოპით განსაკუთრებული შედეგების მისაღწევად

„თუ ხართ მცირე ან საშუალო ზომის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და გაწუხებთ, რომ ინიციატივები არ მოდის სხვა ერთეულებისგან, გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება დროში იწელება, გიწევთ ბევრი ტექნიკური, რუტინული ფუნქციის კეთება და დროს ვერ უთმობთ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს, სტრუქტურის ცვლილება გჭირდებათ“ - აცხადებს სინერჯი ჯგუფი, რომელიც მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებს სტრუქტურის განვითარების ერთდღიან ვორქშოპს სთავაზობს.

ვორქშოპის შედეგად კომპანიის მენეჯმენტი შეთანხმდება ორგანიზაციის დანიშნულებაზე, საქმიანობის მოდელსა და პრიორიტეტულ ამოცანებზე. ასევე სტრუქტურის გენერალურ მოდელზე, რომელიც არსებული გუნდის წევრებს შორის პასუხისმგებლობების განაწილებას და აუცილებელი რეგულარული შეხვედრების ფორმატებს ასახავს. ვორქშოპი 1 დღიანია და შეხვედრიდან რამდენიმე დღეში დამკვეთს ბარდება შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველი დოკუმენტი.

სინერჯი ჯგუფის მმართველი პარტნიორი, პაპუნა ტოლიაშვილი: „ჩვენ წლების განმავლობაში ვეხმარებოდით საშუალო და მსხვილი ზომის ორგანიზაციებს სტრუქტურის განვითარებაში, რის შემდეგაც ისინი სულ სხვა დინამიკით აგრძელებენ ფუნქციონირებას და აღწევენ განსაკუთრებულ შედეგებს.

სინერჯი ჯგუფის დანიშნულებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მეტ ორგანიზაციას დავეხმაროთ, ჰქონდეს მკაფიო სტრატეგია და ცოცხალი ორგანიზაციული სტრუქტურა, გადავწყვიტეთ, უფრო ხელმისაწვდომი სერვისი შეგვეთავაზებინა მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის, ერთდღიანი ვორქშოპის სახით. ვორქშოპზე განსახილველ საკითხებს ჩვენ ვამზადებთ, ხოლო შეხვედრაზე უზრუნველვყოფთ, რაც შეიძლება კვალიფიციური გადაწყვეტილებები მიიღოს მმართველმა გუნდმა და გაცილებით ეფექტიანად განაგრძოს ფუნქციონირება.“

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე - 2 99 07 71 ან ეწვიოთ ბმულს.