უამინდობის გამო ბათუმის აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდა

უამინდობის გამო ბათუმის აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდა. სტამბოლი-ბათუმისა და ბათუმი-სტამბოლის რეისები, რომლებიც, შესაბამისად, 16:50 საათსა და 17:45 საათზე უნდა შესრულებულიყო, დიდთოვლობის გამო გაუქმდა. როგორც ბათუმის აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში განაცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, შესრულდება თუ არა სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით დღეს, 16:50 საათზე დაგეგმილი რეისიც. ბათუმში გუშინ მთელი დღის განმავლობაში თოვდა. თოვლის საფარმა 80 სანტიმეტრს გადააჭარბა. ბათუმში ამ დროისთვის აღარ თოვს.