სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

"აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 92 389 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.200 პროცენტით, მაქსიმალური 12.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.790 პროცენტით განისაზღვრა", - ნათქვამია განცხადებაში.