პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის პროცესი დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის პროცესი დასრულდა. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, წარდგენილი კანდიდატების ვინაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს, პრესკონფერენციაზე დაასახელებს. აბაშიშვილის პრესკონფერენცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 18:00 საათზე გაიმართება. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.