ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტში 29 იანვარს შეხვედრა გაიმართება

ლარის კურსის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სამუშაო შეხვედრის გამართვას გეგმავს. შეხვედრაზე მიწვეული არიან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ლარის თემაზე სამუშაო შეხვედრა 29 იანვრისთვის დაიგეგმა.