ბათუმში გზების მოყინვის გამო გადაადგილება გართულებულია

ბათუმის ქუჩებში გზების მოყინვის გამო გადაადგილება გართულებულია. ცენტრალური ქუჩები ნაწილობრივ გაწმენდილია, ხოლო დანარჩენ ქუჩებზე, ძველი ბათუმის ტერიტორიასა და პერიფერიებში მოძრაობა შეფერხებულია. პრობლემები შეიქმნა სანდასუფთავების მანქანების გადაადგილების მხრივაც, რის გამოც მესამე დღეა ქალაქის უმეტესი უბნებიდან ნაგვის გატანა არ მოხერხდა. ბათუმის მასშტაბით ტროტუარები არ გაწმენდილა.

ორდღიანი შესვენების შემდეგ, ბათუმში სასწავლო პროცესი ოთხი სკოლის გარდა, ყველა სასწავლო დაწესებულებაში აღდგენილია. ქალაქის 310 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ბათუმში აღარ თოვს, ტემპერატურა 0 გრადუსია.