„ფეისბუქის“ შემოსავლებმა რეკორდს მიაღწია

„ფეისბუქის“ შემოსავალი გასული წლის მეოთხე კვარტალში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა.

კომპანიის კვარტალურმა მოგებამ 5,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან წმინდა მოგება 1,56 მილიონი დოლარია, რაც ერთ აქციაზე 54 ცენტს უდრის. 2014 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 701 მლნ დოლარი იყო, ანუ აქციაზე 25 ცენტი.

"ფეისბუქის" წარმომადგენლის ინფორმაციით, სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლების რიცხვი წელიწადში 14 %-ით გაიზარდა.

კომპანია ასევე იტყობინება, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ”ფეისბუქით” მობილური ტელეფონის გამოყენებით. 2014 წელთან შედარებით, მობილურით სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა 21%-ით გაიზარდა.