მალთაყვის ხიდთან 50-მდე სატვირთო ავტომობილია გაჩერებული

გზებზე არსებული შეზღუდვების გამო, მალთაყვის ხიდთან 50-მდე სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. დიდთოვლობის გამო ფოთი, შეკვეთილი, ურეკი, გრიგოლეთი, სუფსა, ლანჩხუთი, სამტრედიის მიმართულებით საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. მისაბმელიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია. მოძრაობა თავისუფალია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისათვის. როგორც მძღოლებმა განაცხადეს, მათთვის უცნობია, როდის გაიხსნება გზა. მძღოლები ამ დროისთვის მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან.