თბილისში, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ქავთარაძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში განაცხადეს, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც შსს-ში აღნიშნეს, საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მშენებარე კორპუსიდან მუშების ევაკუაცია განხორციელდა.