გიორგი კვირიკაშვილი ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარის შეხვდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მხარეებმა ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების ზრდასა და მათ მაქსიმალურ დაჩქარებაზე იმსჯელეს. მათივე მტკიცებით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპეტივებს და ახალი საპენსიო სისტემის დანერგვის გზებს. იეშიმ ელჰან-კაიალარის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკი გააძლიერებს საქართველოსადმი მხარდაჭერას, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიზნით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრო.