ბათუმის ბულვარის დირექტორი და მისი სამივე მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ კახიძე და მისი სამივე მოადგილე თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ერთი კვირის ვადაში გადაწყდება ბულვარში დაგეგმილი ცვლილებები იმ მხრივ შეიცვალოს, რომ მესამე სასეირნო ბილიკი შენარჩუნდეს.

"2012 წლიდან ბულვარის მართვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობაში იყო, წელს კი საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად დაიწყება ბათუმის მერიისთვის გადაცემის პროცესი. ბულვარის დირექტორსა და მის სამივე მოაგილეს ბათუმის მერია დანიშნავს", - განაცხადა დავით ბალაძემ.