"გაზპრომმა" მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების სიაში პოზიციები დათმო

“გაზპრომმა” 2016 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების სიაში ერთბაშად 187 პოზიცია დაკარგა.

აღნიშნული რეიტინგი ანალიტიკურმა კომპანია Brand Finance-მა გამოაქვეყნა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული 500 ბრენდის სიაში „გაზპრომმა“ 299-ე ადგილი დაიკავა. ყოველწლიურ რეიტინგში მოხვდა კიდევ 3 რუსული კომპანია - „სბერბანკი“, „ლუკოილი“ და МТС-ი.

2016 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად ამერიკული კომპანია „Apple“ დასახელდა.