"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" გუდაურის სამაშველო სამსახურმა ორი პოლონელი ტურისტი გადაარჩინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" გუდაურის სამაშველო სამსახურმა ორი პოლონელი ტურისტი გადაარჩინა, რომლებიც გუდაურში, "კუდებზე" სრიალებდნენ. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ტურისტებმა სასრიალო ტრასას თვითნებურად გადაუხვიეს და დაიკარგნენ. მათ 112-ში დარეკვა შეძლეს, რასაც გუდაურის სამაშველო სამსახურის მყისიერი რეაგირება მოჰყვა. მაშველებმა დაკარგული ტურისტები გუდაურიდან 30 კილომეტრში, ხადას ხეობაში, სოფელ წკერესთან იპოვნეს და დაბა გუდაურში უსაფრთხოდ გადმოიყვანეს.