პრეზიდენტი - აუცილებელია მეტი ინფრასტრუქტურული ინიციატივა

ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა- სატრანზიტო ფუნქცია უფრო აქტიურად უნდა ავითვისოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია მეტი ინფრასტრუქტურული ინიციატივა და ლოჯისტიკურ პროექტებში საერთაშორისო საფინანსო-ინსიტუტების აქტიური ჩართვა.

"ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა - სატრანზიტო ფუნქცია უფრო აქტიურად უნდა ავითვისოთ. აუცილებელია მეტი ინფრასტრუქტურული ინიციატივა და ლოჯისტიკურ პროექტებში საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტების აქტიური ჩართვა, ლოჯისტიკური და სასაწყობე კომპანიების მეტი ხელშეწყობა. ამ მიმართულებით ჩვენ მზარდი პოტენციალი გაგვაჩნია - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, TANAP, TAP, აბრეშუმის გზა, ტრანსრეგიონულ თანამშრომლობის ისეთი პროექტები, როგორიცაა ტრანსკასპიური გაზსადენი და "ლაპის ლაზურის" სატრანპორტო პროექტები - უმნიშვნელოვანესი და მაქსიმალურად ასათვისებელი პოტენციალია. ამ შესაძლებლობებს ემატება რეგიონში ირანის ახალი ეკონომიკური პერსპექტივის გახსნა სპარსეთის ყურისა და ევროპის თანამშრომლობისათვის, ამ ინიციატივების რეალიზაციაშიც საქართველოს საკვანძო როლი ენიჭება", - აცხადებს პრეზიდენტი.