Google-მა ანტიტერორისტული პროექტი დაიწყო

ამერიკულმა კონცერმა Google ახალი საპილოტე პროექტი დაიწყო, რომელიც საძიებო სისტემაში უკვე ჩაეშვა.

პროექტი ინტერნეტში არსებულ რადიკალურ კონტენტთან ბრძოლისკენაა მიმართული.

იდეის თანახმად, მომხმარებელი, რომელიც საძიებო სისტემაში ექსტრემისტულ მასალებს ეძებს, ავტომატურად გადაამისამართებს ვებგვერდზე, სადაც ანტიტერორისტულ და ანტირადიკალურ  ინფორმაციას გაეცნობა.

როგორც „გარდიანთან“ საუბარში Google-ის კომუნიკაციების განყოფილების უფროსმა ენტონი ჰაუსმა აღნიშნა, პროექტის დაწყების მიზეზი ექსტრემისტული და ტერორისტული დაჯგუფებების გაზრდილი ინტერნეტ აქტივობა გახდა.

ენტონი ჰაუსის განმარტებით, ახალი პროექტით Google საკუთარ წვლილს შეიტანს ტერორისტულ პროპაგანდასთან ბრძოლაში. პროექტს Facebook-მა და Twitter-მა უკვე დაუჭირეს მხარი.