ზუგდიდში გაფიცული მძღოლები მუშაობას დღეს განაახლებენ

ზუგდიდი-თბილისის და სხვა საქალაქთაშორისო მიმართულებით მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას დღეს განაახლებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, რეისები დღეიდან შეუფერხებლად შესრულდება, თუმცა ყურადღების მოდუნებას არ აპირებენ. "მუშაობას გავაგრძელებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიშლებით და გავჩერდებით. თუ ჩვენს მუშაობას რამე საფრთხე ისევ დაემუქრება, ოჯახებით გამოვალთ ქუჩაში. არ დავუშვებთ "მეტროს+"- ს მუშაობას ზუგდიდში", - აცხადებენ მძღოლები.

ზუგდიდში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები კომპანია "მეტრო +"- ს შემოსვლას თითქმის ორი თვეა აპროტესტებენ. მათ აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. ბოლო რამდენიმე დღე კი მძღოლები გაიფიცნენ.