კახა კალაძე დღეს კომპანია ,,სოკარის" პრეზიდენტს შეხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა. როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგება კომპანია ,,სოკარის" პრეზიდენტთან როვნაგ აბდულაევთან. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება მიმდინარე საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები.