ქრთამის აღების ფაქტზე შპს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი, მიხეილ მეთაფლიშვილი დააკავა. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, დადგენილია, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაჰპირდა "თბილსერვის ჯგუფში" დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1500 ლარი. საჯარო მოხელე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.