რა ელის ინტერნეტ-რეკლამის ბაზარს 2016 წელს?

მსოფლიოს სარეკლამო ბაზარი, სხვა ბაზრების მსგავსად, ყოველწლიურად განიცდის ცვლილებებს.

რა ახალი ტრენდები გამოჩნდება მსოფლიოს ინტერნეტ-ბაზარზე და რა ცვლილებებს განიცდის ეს სეგმენტი, ამის შესახებ კომპანია Adblock Plus-ის ოპერაციულმა დირექტორმა ბენ უილიამსმა ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლისას ისაუბრა.

ულიამსის პროგნოზით, სულ უფრო მეტად დაკარგავს აქტუალობას ინტერნეტ-ბანერი.

„ამერიკული Rice University-ის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა ვეღარ ხედავს ბანერს, რაც იმას ნიშნავს, რომ თანდათან რეკლამისდამკვეთები უარს იტყვიან სარეკლამო ბანერზე“, - აღნიშნავს ბენ უილიამსი.

სამაგიეროდ, Adblock Plus-ის ოპერაციული დირექტორი მიიჩნევს, რომ რეკლამისდამკვეთთან უმრავლესობა ბუნებრივ რეკლამაზე გადაერთვება, ვინაიდან ინტერნეტ რეკლამის ეს სახეობა აუდიტორიის გაღიზიანებას არ იწვევს.

„ჩვენი აზრით, ეს ტენდენცია სწორი მიმართულებისკან წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან გვეხმარება ინტერნეტის აგრესიული რეკლამისგან გაწმენდაში. ბუნებრივი რეკლამა არაკომერციულ კონტენტს ჰგავს, რომელიც ხშირად ახლოს არის იმ რესურსის თემატიკასთან, სადაც განთავსებულია“, - აღნიშნავს ბენ უილიამსი.

ინტერნეტ რეკლამის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სეგმენტად რჩება programmatic-რეკლამაც. ისეთმა მსხვილმა რეკლამისდამკვეთებმა, როგორებიც Procter & Gamble და American Express არიან, გასულ წელს სარეკლამო ბიუჯეტი სწორედ programmatic-რეკლამისკენ მიმართეს. programmatic-რეკლამა სარეკლამო განცხადებას მხოლოდ იმ მომხმარებელს სთავაზობს, რომლებიც დაინტერესებული არიან კონკრეტული ნივთით და ყიდვის მიზნით ეძებენ მას. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპანიამ შეაგროვოს მომხმარებელზე ინფორმაცია მომხმარებლის მიერ ვებგვერდების, სოციალურ ქსელებში მოწონებისა და მისი საძიებო მოთხოვნის საფუძველზე. სააგენტო Magna Global-ის ინფორმაციით, 2015 წელს ე.წ. პროგრამული ყიდვების მოცულობამ 29,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა, ანალიტიკოსები მიმდინარე წელს ამ მაჩვენებლის 51,2 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ვარაუდობენ.

ინტერნეტ-რეკლამის ყველაზე პოპულარულ სახეობად 2016 წელს მიმდინარე წელს კვლავ დარჩება ონლაინ ვიდეორეკლამა, რომლის მოცულობაც სულ უფრო იზრდება.